მადრიდის „რეალმა“ ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ევრო გადარიცხა
02/11/2024
11:01
მსოფლიო
A-
+A
ესპანურმა საფეხბურთო გრანდმა მადრიდის „რეალმა“ 1 მილიონი ევრო გადარიცხა ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გარდა ამისა, „რეალი“ „წითელ ჯვართან“ ერთად სოლიდარობის ნიშნად იწყებს კამპანიას დამატებითი თანხების შეგროვების მიზნით, რათა დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს.
ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რამდენიმე დღის წინ მომხდარი წყალდიდობის შედეგად 205 ადამიანი გარდაიცვალა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ვალენსია. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
0
0
57
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%