04/01/2022
12:28
საზოგადოება
ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი. მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
„დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის იუბილეა. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს. ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა და უკვე 44 წელია ქართული ეკლესიისა და ქართველი მრევლის სულიერი წინამძღვარია. ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი. მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა. ეს მართლაც ღვთის წყალობაა. მინდა უწმინდესს და უნეტარესს დიდი მოწიწებით მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ერისა და ქვეყნის საიმედოდ“, - წერს ირაკლი კობახიძე.
0
0