10/11/2023
12:04
კონფლიქტები
მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულმა ლევან დოთიაშვილის მეუღლემ სოფიო ანდრიაძემ განუცხადა.
„ამ ეტაპზე არის შეუძლოდ. თავს ცუდად გრძნობს. ლაპარაკის ძალა არ აქვს. იმედია მოიკრებს ძალებს და მერე ყველაფერს თვითონ მოგახსენებთ. მადლობა ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც ჩემი მეუღლის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გახარებული ვარ, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა“, - აღნიშნა დოთიაშვილის მეუღლემ.
როგორც ცნობილია, 4-დღიანი ტყვეობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ლევან დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლა და ქართულ მხარეს წუხელ გადმოსცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის.
„მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024