მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია
29/09/2021
15:15
საზოგადოება
A-
+A
როდესაც მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღვადგინეთ, მაშინ მოსახლეობას ვაცნობე, რომ დარჩენილი იყო ფერდის გამაგრების სამუშაოების მცირე ნაწილი. დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ფერდის გამაგრება მთლიანად დასრულებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მეწყრულ ზონაში: დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები; ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა; შეიქმნა ე.წ. წინაღობები; გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია, ასევე გამოყენებული იყო ანკერები. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამწვანება - იგება ბალახის საფარი. უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია ზედაპირული წყლების ასაცილებლად სადრენაჟე არხის მოწყობა. პროექტი დიდი გამოცდილების მქონე, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0
231851
სიახლეები
ყველა
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%