29/09/2022
12:07
კონფლიქტები
ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელიც არ არის აღიარებული ევროკავშირის მიერ. მისი ჩასვლა ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა იმის შეხსენებაა, რომ დაშოშმინებული ბოროტება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა.
„ეს შეხსენებაა პუტინის ყველა დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ დაშოშმინებული ბოროტება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!“ - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ 2 დღის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.
0
0