21/01/2025
11:03
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირები სამსახურიდან გაათავისუფლა.
,,ამჟამად, ჩემი გუნდი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან ათავისუფლებს 1000-ზე მეტ თანამშრომელს, რომლებიც არ შეესაბამებიან ჩვენს ხედვას - ,,ამერიკა კვლავ დიდებული გახდება!’’ წარმოვადგენ „სამსახურიდან გათავისუფლების ცნობას“ - გათავისუფლებულნი ხართ!’’, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა თავის სოციალური პლატფორმაზე TRUTH 21 წარმოადგინა სია, რომელშიც მითითებულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული ჯერჯერობით 4 პირი: ხოსე ანდრესი - პრეზიდენტის საბჭოს წარმომადგენელი სპორტის, ფიტნესისა და კვების საკითხებში, მარკ მილი - ეროვნული ინფრასტრუქტურის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი, ბრაიან ჰუკი ვილსონის მეცნიერთა ცენტრის წარმომადგენელი და კეიშა ლანს ბოთომი - ექსპორტის ხელშეწყობის საბჭოს წარმომადგენელი.
0
0