21/01/2022
20:23
მსოფლიო
კომიკოსი 2 დღის წინ საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ლუი ანდერსონი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში დიფუზური B უჯრედოვანი ლიმფომის წინააღმდეგ მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ ანდერსონი მინეაპოლისში დაიბადა და თერთმეტშვილიანი ოჯახის მეათე შვილი იყო.
1986 წელს ლუი ანდერსონი ბრონსონ პინჩოტთან ერთად მონაწილეობა მიიღო სერიალ „Perfect Strangers“-ის საპილოტე გამოშვებაში, რომელიც გადაიღეს სატელევიზიო ქსელისთვის ABC. შემდგომში ანდერსონი მარკ ლინ-ბეიკერმა ჩაანაცვლა.
1995 წელს ანდერსონმა Fox-ისთვის შექმნა ანიმაციური ფილმი „ლუი და მისი ოჯახი“, რომელიც გადაიცემოდა შაბათობით დილის ეთერში.
სერიალი დაფუძნებულია ლუი ანდერსონის ბავშვობის მოგონებებზე, 10 და-ძმასთან, გულკეთილ დედასთან და მოუხეშო ხასიათის მაგრამ არანაკლებ გულკეთილ მამასთან ერთად.
ანდერსონი ასევე დეტალურად იხსენებს თავის მძიმე ბავშვობას, რომელიც დაკავშირებულია მის ჭარბ წონასთან. Fox-ის ეთერში ტრიუმფთან ერთად „ლუიმ და მისმა ოჯახმა“ ემის 2 ჯილდო მოიპოვა.
0
0