13/10/2021
14:41
სამხედრო
„ამერიკული ადმინისტრაციის ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო მხარდაჭერის მორიგი გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიულის პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. თავდაცვის მდივნის ვიზიტი რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმართება, რაც, თავის მხრივ, ასევე ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში“, - აცხადებს ზალკალიანი.
მისივე თქმით, ამერიკასა და საქართველოს აკავშირებით მტკიცე, მრავალწლიანი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის მზაობის ამაღლების და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით.
„საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირე და პარტნიორია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევაში. ქართველი და ამერიკელი სამხედროები არაერთი წელია, ერთად მსახურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, მათ შორის ავღანეთში და განუზომელი წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განტმკიცებაში. ამ მრავალწლიანი გამოცდილების, სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერთობების და ჩვენი საერთო მიღწევების საფუძველზე ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორმხრივი პარტნიორობის შემდგომ განტმკიცებასა და გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ვიზიტის დეტალებზე მუშაობა ახლაც გრძელდება, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ზალკალიანმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინის საქართველოს მომდევნო კვირაში ეწვევა.
0
0