19/08/2024
15:00
კულტურა
კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი, რომელიც 2022 წელს დაარსდა, ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და მასში მონაწილეობა ქალ მწერლებს შეუძლიათ.
ქალი პროზაიკოსი, ქალი პოეტი, ქალი მთარგმნელი - ეს კონკურსის ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. თითოეულ ნომინაციაში პრემია 5 ათასი ლარია, გამარჯვებულს ფულად პრიზთან ერთად, სიგელს გადასცემენ. განცხადებების მიღება დღეს დაიწყო და 9 სექტემბერს დასრულდება.
„სწორედ ქალ მწერლებს სჭირდებათ ის განსაკუთრებული რამ, რასაც განასახიერებდა დიდი ანა კალანდაძე, რომელიც ქმნიდა იმ ხელოვნებას, რომელიც დღეს ვერც ერთმა სხვამ ვერ შექმნა და მე მჯერა, რომ ის ამას ახერხებდა სწორედ იმ დიდი ნიჭის წყალობდით, რომელიც შეიძლება ქალ მწერალს გააჩნდეს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.
0
0