03/12/2021
13:40
კულტურა
მისი თქმით, როდესაც „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არც ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა.
„მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო არც ერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება. ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს. ჩვენ დავაფუძნებთ სხვა კონკურსს და მე მზად ვარ კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობისთვის, რათა შევიმუშაოთ ისეთი კონკურსი და პრემია, რომელიც შეეხება პირუთვნელად ყველას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„მე არ ვერევი, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და არც არასდროს ჩავერევი მწერლებს შორის დისკუსიაში, მაგრამ ყველა მწერალს და პოეტს მინდა, მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ სამინისტროსთან. სამინისტრო თქვენი პარტნიორია, სამინისტრო არის ინსტრუმენტი, რომ თქვენ გქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა. თავად მე არ ვაპირებ რომანების და ლექსების წერას. შესაბამისად, ჩემგან არ არსებობს არავითარი საფრთხე და არც სურვილი, რომ ვინმე შევაფასო. ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება მომავალ წელს მინიმუმ ხუთი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი, მათ შორის ის, რაც უკვე ჩამოვთვალე ერთ-ერთი და ამაზე ჩვენ ვმსჯელობთ უკვე შესაბამის პროფესიონალებთან, მიეძღვნება სპეციალურად ქალ მწერლებს, როგორც ეს არსებობს არაერთ დასავლურ ქვეყანაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0