ლიბანში, საავადმყოფოს მახლობლად ისრაელის თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა
22/10/2024
14:14
მსოფლიო
A-
+A
ლიბანში, რაფიკ ჰარირის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მახლობლად ისრაელის თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა, 17-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, შვიდი კი მძიმე მდგომარეობაშია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმამ ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რაფიკ ჰარირის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს.
პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ სამხედრო-საზღვაო ბაზა დაბომბა.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთზე გასულ ღამეს 15 თავდასხმა განახორციელეს.
0
0
73
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%