ლევან შენგელიამ და ჯიმი ტაბიძემ „პანეტოლიკოსი“ დატოვეს
13/07/2024
11:22
სპორტი
A-
+A
ლევან შენგელიას შემდეგ „პანეტოლიკოსი“ მეორე ქართველმა ფეხბურთელმა, ჯიმი ტაბიძემაც დატოვა – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
შენგელიას საბერძნეთის სუპერლიგის გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გახდა ცნობილი – მას კლუბთან კონტრაქტი ვადა ამოეწურა და ახალი ხელშკრულება აღარ გაუფორმებია.
კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა 28 წლის გამოცდილ მცველს, ჯიმი ტაბიძესაც და მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ლიგაში ადგილი მის მიერ ბოლო ტურში გატანილი გოლით შეინარჩუნა, დარჩენა აღარ ისურვა.
შენგელია და ტაბიძე თავისუფალი აგენტები გახდნენ, რაც ახალი კლუბის მოძიებაში ორივეს დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების განაცხადში იყვნენ, თუმცა არ უთამაშიათ.
0
0
161
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%