01/11/2024
12:50
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დეკემბერში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მალტაში ჩასვლას გეგმავს, - ინფორმაციას გამოცემა „ვედომოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ამ სცენარით ლავროვი უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველად ეწვევა ევროკავშირის წევრ ქვეყანას.
ზახაროვას თქმით, „ამ ღონისძიების მასპინძელმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ეუთო-ს ყველა წევრი ქვეყნის მუშაობის შესაძლებლობა“.
რუსეთში მალტის საელჩომ „ვედომოსტს“ განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის 5-6 დეკემბერს მალტაზე გამართვის შესახებ ეხება მის ყველა წევრს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას.
0
0