31/12/2021
14:52
საზოგადოება
უწყების ცნობით, 31 დეკემბერს, სამსახურებრივ მოვალეობას ადგილზე 230-ზე მეტი თანამშრომელი შეასრულებს.
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე: „სადახლო“, „წითელი ხიდი“, „თბილისის აეროპორტი“, ასევე, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მომუშავე მებაჟე-ოფიცრებსა და თანამშრომლებს, ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადეს 2021 წელს გაწეული სამუშაოსთვის და გლობალური პანდემიის პირობებში სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის.
„დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ასევე, ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ვუსურვებ წარმატებულ და მშვიდობიან 2022 წელს. განსაკუთრებით, ვულოცავ მებაჟე ოფიცრებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ხვდებიან საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის სადარაჯოზე“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრთან ერთად, თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ.
0
0