26/10/2024
10:08
არჩევნები 2024
საკუთარი არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-7 ნომერმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.
მან არჩევანი საჩხერეში, სოფელ სხვიტორში დააფიქსირა.
ტალახაძის თქმით, ხმა მისცა, მშვიდობას, ერთობას და ქვეყნის ევროპისკენ სვლას.
ტალახაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.
რაც შეეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, მისი თქმით, პროცესი მარტივია და ამაში უბანზე მისული ამომრჩეველი დარწმუნდება.
„დღეს ჩემს მშობლიურ საჩხერეში დავაფიქსირე ჩემი აზრი და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი საქართველოში მშვიდობას, ერთობას, ჩვენ და ჩვენი შვილების კეთილ მომავალს. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო ვიაქტიუროთ. ქუდზე კაცი - ყველა მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა. წარმატებები საქართველოს და ჩვენს ღირსეულ მომავალს. წინ და წინ, ევროპისკენ! ყველაფერი წესების დაცვითაა. პროცედურა ძალიან ადვილია. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ რაიმე რთულადაა და შესაძლებელია, რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს. ყველაფერი კარგადაა და როდესაც ადგილზე მიბრძანდებით, დარწმუნდებით, რომ თქვენი ხმა დაცულია“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
0
0