18/09/2023
11:47
ეკონომიკა
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, გზის სარემონტო სამუშაოების გამო, 18-დან 24 სექტემბრამდე მძიმე სატვირთო მანქანების საცობია მოსალოდნელი. ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS „როსგრანსტროისზე“ დაყრდნობით წერს. ქართულ მხარეს განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. იუწყება „ეხო კავკაზა“
„რუსეთის შესასვლელის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვის ზოლებზე, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოებთან დაკავშირებით, 18-დან 24 სექტემბრის ჩათვლით მოეწყობა რევერსული მოძრაობა რუსეთიდან გასასვლელთან. მოსალოდნელია გამტარიანობის დროებითი შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სატვირთო ტრანსპორტის გადატვირთულობა“, - განაცხადეს „როსგრანსტროიში“.
საქართველოს საზღვარზე რუსული საავტომობილო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა. საზღვრის გამტარუნარიანობა დღეში სამ ათას მანქანას აღწევს.
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული „ეკონომიკური ბლოკადის“ გარღვევა ახლა ზემო ლარსში ხდება.
0
0