18/10/2023
21:52
კულტურა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და შრომის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის დირექტორს გიორგოს გეორგიუს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ ჭუმბურიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კვიპროსის რესპუბლიკაში, სოფტადესში, ქართულ ნაეკლესიარზე არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობის შედეგები, რომელსაც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით ქართველ არქეოლოგთა ჯგუფი ახორციელებს.
მხარეები შეთანხმდნენ მომავალ წელს სოფტადესის ქართული ნაეკლესიარის კონსერვაციისა და ძეგლის გადახურვის სამუშაოების დაწყების თაობაზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კვიპროსში კიდევ ერთი ქართული სამონასტრო კომპლექსის - წმინდა საბას მონასტრის (სადაც ქართველი სასულიერო პირები XIV საუკუნის დასაწყისიდან მოღვაწეობდნენ) - შესწავლის საკითხი და შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს წმინდა საბას მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს დაიწყებენ.
0
0