13/12/2022
09:24
სპორტი
პოპულარული საფეხბურთო საიტი Goal.com 2023 წლის „ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა რეიტინგის საკუთარ ვერსიას აქვეყნებს.
2023 წლის „ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა Goal.com-ისეულ ვარიანტს სათავეში ლიონელ მესი და კილიან მბაპე უდგანან. მათ, აგრეთვე მესამე-მეოთხე ადგილებზე მყოფმა ჰოლანმა და ნეიმარმა 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ რეიტინგთან შედარებით ადგილები გაცვალეს.
რეიტინგ-სიაში მე-9 ადგილზე Goal.com ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებს.
„2022/23 სეზონში: 10 გოლი, 11 საგოლე გადაცემა.
ევროპული სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი, „კვარადონა" დაეხმარა „ნაპოლის" აღმოჩენილიყო პირველ ადგილზე სერია A-ში და ასევე მოეგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი, რაც მათ პლეი ოფში დამაჯერებელი გამარჯვებისკენ განაწყობს.
არცერთი სტატისტიკა არ ასახავს გარემარბის გავლენას იმაზე უკეთ, ვიდრე ის ფაქტი, რომ ის ამჟამად ლიდერობს სერია A-ს გოლებითა და პასებით, მიუხედავად იმისა, რომ მან ტრავმის გამო „ნაპოლის" ბოლო სამი თამაში გამოტოვა.
საქართველოს ნაკრების მიერ მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის გადაულახავობა, ცხადია, სერიოზული დარტყმაა ოქროს ბურთის მოპოვების ვიომედზე, თუმცა მას ახლა სულ მცირე რამდენიმე კვირა აქვს იმისათვის, რომ სეზონის მეორე ნახევარისთვის პიკურ ფიზიკურ ფორმას დაუბრუნდეს", - წერს Goal.com ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.
1. ლიონელ მესი („პარი სენ-ჟერმენი")
2. კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი")
3. ერლინ ჰოლანი („მანჩესტერ სიტი")
4. ნეიმარი („პარი სენ-ჟერმენი")
5. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა")
6. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი")
7. კევინ დე ბრიუნე („მანჩესტერ სიტი")
8. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული")
9, ხვიჩა კვარაცხელია(ნაპოლი")
10. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო")
11. ბუკაიო საკა („არსენალი")
12. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი")
13. ჯუდ ბელინგემი („ბორუსია" დორტმუნდი)
14. ლუკა მოდრიჩი („რეალი")
15. კოდი გაკპო („პსვ")
16. აშრაფ ჰაკიმი ((„პარი სენ-ჟერმენი")
17. ჰარი კეინი („ტოტენჰემი")
18. ფილ ფოდენი („მანჩესტერ სიტი")
19. რაფაელ ლეაო („მილანი")
20. ქარიმ ბენზემა (რეალი")
ცნობისთვის, ამავე რეიტინგში, ერთი თვის წინ, ხვიჩა კვარაცხელია მეათე ადგილს იკავებდა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024