28/06/2024
18:10
სპორტი
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრის წინ, ესპანელმა ფეხბურთელმა ხოსე იგნასიო ფერნანდეს იგლესიასმა (ნაჩო) საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ისაუბრა და მეტოქის რიგებში ხვიჩა კვარაცხელია გამოყო.
მისი თქმით, ესპანეთის მთავარი ამოცანა სწორედ „კვარასთან“ გამკლავება იქნება.
„კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია, რეალში წელს მის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ და შემიძლია ვთქვა, რომ ის სრულიად განსხვავებული მოთამაშეა.
კვარაცხელია სწრაფია, ერთი ერთზე შეტევებში კი ძალიან ძლიერი. ცხადია, ის საქართველოს ნაკრების ლიდერია და ჩვენთვის მთავარი საფრთხე იქნება“, - ამბობს ნაჩო.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა. 30 ივნისს ეროვნული გუნდი მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთს დაუპირისპირდება.
0
0