23/09/2024
12:23
პოლიტიკა
“ბიძინა აგებს, მარა ოპოზიცია ვერ იგებს, ასეთი სურეალისტური სურათია ამ ეგოწელია პოლიტიკოსების შექმნილ საგიჟეთში.” - ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:
"ჩემ გარშემო და ახლო შემოგარენში მთავარი კითხვაა ხმა ვის მისცენ.
მეცინება, მაგრამ ოჯახების სიები მხვდება სალონში, მაღაზიაში რომ მივდივარ:
"პატარაიებს, ფოცხვერაშვილებს, მაისურაძეებს და გოგოლაძეებს აინტერესებთ ხმა ვის მისცენ - ჩერგო რას ამბობსო" ... 😂
ყველაზე უცნაური არჩევნები გველის, თუ რამე ბოლო მომენტში არ დალაგდა.
60 პროცენტი გვყავს ვინც იძახის რომ
არცერთი პარტია არ წარმოადგენს.
აქედან ნაწილი ხმას მაინც იძლევა.
მაგრამ აი 25 პროცენტი იძახის რომ
არ იცის ხმას ვის მისცემს.
(კეზერაშვილი ამ ხალხს აქრობს კვლევებში, და მხოლოდ ჩამოყალიბებულებს ანაწილებს, როგორც 100 პროცენტს - ამიტომაა მისი კვლევა ყალბი).
ბიძინა აგებს, მარა ოპოზიცია ვერ იგებს, ასეთი სურეალისტური სურათია ამ ეგოწელია პოლიტიკოსების შექმნილ საგიჟეთში." - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
0
0
„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება
23/09/2024