22/03/2024
15:02
კულტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტების გაცემას ითვალისწინებს. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გრანტები ფულადი თუ ნატურალი ნატურალური ფორმით გაიცემა და მისი მოქმედება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.
„ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებებში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებ(ებ)ისა და დამატ(ებ)ის შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულებების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ცვლილება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე“, - ნათქვამია განკარგულებაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024