22/01/2022
23:31
კულტურა
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე.
ამასთან, წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელ გიორგი გაგოშიძეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის სულისჩამდგმელი იმისა, რომ წითელი კრამიტით უნდა გადახურულიყო გელათი.
გიორგი გაგოშიძე და მისი მთელი ოჯახი დაირაზმა და აპროტესტებს კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს, რადგან მათ მოსწონდათ, რასაც თავად აკეთებდნენ და რისი შედეგიც არის გელათში ჩამოშლილი ფრესკები. გიორგი გაგოშიძე 2010 წელს არის სისტემაში მოსული. ეს არის მთელი „ბონბონიერის“ სასათბურე პირობები, რომელიც ახლა ირღვევა და იწვევს მათი მხრიდან უკმაყოფილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0