22/12/2021
12:26
კულტურა
კულტურის სამინისტროს ცნობით, ჟიურიმ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში დაასახელა (ავტორები წარმოდგენილნი არიან ანბანური რიგითობით და რიგითი ნომერი არ ასახავს ერთი ავტორის უპირატესობას მეორე ავტორთან მიმართებაში):
ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“
1. ავტორი – ჟვანია ნინო, „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ“, წარმდგენი – ავტორი;
2. ავტორი – ფავლენიშვილი ეკატერინე, „საწუთროს მარგალიტები“, წარმდგენი – ავტორი;
3. ავტორი – ქადაგიძე ნინო, „მინიატურები“, წარმდგენი – ავტორი.
ნომინაცია „წლის საუკეთესო რომანი“
1. ავტორი – ბადალაშვილი დავითი, „ლეკვების სამოთხე“, წარმდგენი – ავტორი;
2. ავტორი – ჩქვანავა გელა, „კადრილი“, წარმდგენი – ავტორი.
ნომინაცია „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“
1. ავტორი – თათარაიძე ეთერი, „რა გქვიანის ყვავილო?; ჩიტო, შენც გამომყევ“ (ორ წიგნად), წარმდგენი – ავტორი;
2. ავტორი – მთვარელიძე თათია, „ობის წიგნი“, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო;
3. ავტორი – წიკლაური მარიამი, „რისკჯგუფი“, წარმდგენი – ავტორი;
4. ავტორი – ჯორჯანელი ნიკა, „ნეტფლიქსი“, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის
გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო.
ნომინაცია „წლის საუკეთესო პიესა“
1. ავტორი – მაცხონაშვილი ელენე, „ყვავი რო მოვა“, წარმდგენი – ავტორი;
2. ავტორი – ყუშიტაშვილი ფიქრია, „ჩვენებური ამბავი“, წარმდგენი – ავტორი;
3. ავტორი – შერვაშიძე გიორგი, „ასი ათას ერთი“, წარმდგენი – ავტორი.
შეგახსენებთ, ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ქეთევან დუმბაძის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში 82 განაცხადი შემოვიდა. მათ შორის 79 საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილია ავტორების, ხოლო 3 – გამომცემლობების მიერ.
საკონკურსო პირობების შესაბამისად, კომისიამ განიხილა მიმდინარე წელს წიგნად გამოცემული, ან შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები; ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განხილულ იქნა როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 2021 წლის 26 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.
0
0