კრივი-რიჰში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დედა და სამი შვილი ემსხვერპლნენ
12/11/2024
10:37
მსოფლიო
A-
+A
კრივი-რიჰში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსების მსხვერპლი მთელი ოჯახი გახდა - დედა და სამი შვილი: 10 და 2 წლის ბიჭები და გოგონა, რომელიც მხოლოდ 2 თვის იყო.
შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ კრივი-რიჰში ხუთსართულიან შენობას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოასვენეს.
0
0
58
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%