11/11/2024
14:02
მსოფლიო
კრემლმა უარყო ინფორმაცია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ.
კრემლის განცხადებით, პუტინი ჯერჯერობით არ გეგმავს ტრამპთან საუბარს.
„ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის გამოგონილი ამბავი, ეს არის მცდარი ინფორმაცია. არანაირი საუბარი არ შემდგარა. ეს არის ნათელი მაგალითი ინფორმაციის ხარისხის, რომელიც ახლა ქვეყნდება, ზოგჯერ საკმაოდ კარგი რეპუტაციის მქონე გამოცემებშიც კი“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
კითვაზე, გეგმავს თუ არა ვლადიმერ პუტინი ტრამპთან საუბარს, პესკოვმა უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით „კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს“.
ცნობისთვის, Washington Post-მა უცნობ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო Reuters-მაც.
0
0