09/04/2022
11:05
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ.
"მსოფლიოს ყველა წამყვანმა სახელმწიფომ უკვე დაგმო რუსეთის თავდასხმა კრამატორსკზე. ჩვენ ველით მტკიცე, გლობალურ პასუხს ამ ომის დანაშაულზე. ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მსგავსად, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსული სამხედრო დანაშაული, კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმა ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს, რაც აუცილებლად მოხდება.
მსოფლიო შეეცდება ყველაფერი დაადგინოს და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დააკისროს. მსოფლიოს ძალისხმევა მიმართული იქნება ყოველი წუთის დადგენაზე. ვინ რა გააკეთა, ვინ გასცა ბრძანება. საიდან გაჩნდა რაკეტა, ვინ გასცა ბრძანება და როგორ იყო დარტყმის კოორდინაცია. პასუხისმგებლობა გარდაუვალია,"- განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ცნობილია, რომ სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა და 109 დაშავდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
0
0