13/07/2024
10:21
სპორტი
„მონაკო“ „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს მიუახლოვდა, – ფაბრიციო რომანო ქართველ ფეხბურთელზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერის შესახებ ორჯერ დაწერა.
„დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ ქართველ თავდამსხმელთან გარიგება გარდაუვალია. ასევე, დადასტურდა ექსკლუზიური ამბავი პირადი პირობების შეთანხმების შესახებ, გარიგება ბოლო ეტაპზეა. მოკლედ, ფინიშამდე მივდივართ, კონტრაქტის გაფორმებას მალე ველოდებით“, – ეს ინფორმაცია რომანომ დილას გაავრცელა.
ახლა კი ფაბრიციო რომანომ კონკრეტული სიახლე გააჟღერა:
„„Მონაკომ“ გარიგება შეათანხმა მიქაუტაძესთან, რომელიც სამეფოში შაბათს გაემგზავრება. „მონაკოსა“ და „მეცს“ შორის, ასევე მიქაუტაძესა და „მონაკოს“ შორის სიტყვიერი შეთანხმება გასულ კვირას შედგა.
მიქაუტაძე მონაკოში შაბათს ჩაფრინდება, რათა სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეს და შაბათ-კვირას კონტრაქტს გააფორმებს.
ტრანსფერი ეღირება 20 მილიონი ევრო, პლუს „მეცისთვის“ დამატებითი თანხებია გათვალისწინებული. ველოდებით ყველა დოკუმენტის გაფორმებას და კონტრაქტზე ხელის მოწერას“.
0
0