16/12/2022
22:35
სპორტი
პლეი-ოფის მორიგი ეტაპი სენსაციის გარეშე დასრულდა.
ისტორიულად ასეა - არგენტინა სჯობნის ხორვატიას, საფრანგეთი კი - მაროკოს.
არადა, საფრანგეთის “ლიგა-1”-დან საფრანგეთის ნაკრებში 6 მოთამაშეა, მაროკოს ნაკრებში - 5.
“ლა-ლიგიდან” 5 და 4 შესაბამისად, “სერია ა”-დან - 3 და 2.
ბუნდესლიგა სხვა საქმეა.
ხოლო ხორვატებსა და არგენტინელებს მატჩამდე ურთიერთშეხვედრებში თანაბრად 2-2 მოგება ჰქონდათ.
მაგრამ ეს არ არის მთავარი, ორივე შეხვედრაში 0:0-ზე გავიდა გოლები, რომლებიც შეიძლება არ გასულიყო.
პირველ შეხვედრაში ეს იყო პენალტი ხორვატთა კარში, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ხოლო მეორე შეხვედრაში - სწრაფი გოლი, რომელიც მაროკოს ნაკრების ახლდადდანიშნულ მწვრთნელს, პირველად გაუტანეს მეტოქეებმა.
ალბათ, სწორედ მწვრთნელის ბრალი იყო და ნაკლებად სტატისტებად დარჩენილი მცველებისა, რომლებმაც, რა თქმა უნდა, დაუშვეს კატასტროფული შეცდომა.
საქმე იმაშია, რომ წინა მატჩში დაშავებული რომან საიას რეგრაგიმ გარისკა და კვლავ გამოიყვანა მინდორზე, მე უფრო ვიტყოდი, ვერ გარისკა და დაცვა ლიდერის გარეშე ვერ ათამაშა.
შედეგად, მივიღეთ გოლი მაროკოს ნაკრების კარში და იძულებითი ცვლილება მე-20 წუთზე. როცა კადრში ოპერატორები საიასის მტკივან მუხლს გვიჩვენებდნენ კარგა ხანს.
პირველ მატჩში გუნდებს შორის სხვაობა აშკარად შეიმჩნეოდა. ბებერმა ლეომ და კომპანიამ აშკარად დაჩაგრეს ბებერი ლუკა და მისი კომპანია, თუმცა მეორე გოლის შემდეგ, ლუკამ და მისმა გუნდმა მოახერხეს აქტიური თამაში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, და საბოლოოდ, არგენტინელები წინ გავიდნენ ურთიერთშეხვედრების თანაფარდობაში.
სრულად აიღეს წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგებული 0:3-ის რევანში. და რაც მთავარია, ლეო მესის, რომელიც ლიდერია „კატარი-2022“-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების რეიტინგში, მეორედ მოუწევს ფინალში თამაში. მესის აქვს შანსი პირველად გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი.
მეორე შეხვედრამ კი ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო მაროკოელების საინტერესო ტაქტიკა, როცა 2 კაცი უმალ მიიჭრებოდა ბურთიან მეტოქესთან და მჭიდრო ბრძოლაში ახერხებდა ბურთის ართმევას.
და არა მარტო ართმევას, არამედ იქვე ისეთი მინი კომბინაციის გათამაშებას, რომ მეტოქე და მის დასახმარებლად მისული მცველიც, 2 წამში უბურთოდ საკუთარი კარისკენ ზურგით მდგომი რჩებოდა.
ულამაზესი ფეხბურთი გვაჩვენა ორივე გუნდმა.
დასრულდა ნახევარფინალები იმით, რომ 9 ივნისის შემდეგ, მეტოქეებმა პირველად გაუტანეს გოლი მაროკოს ნაკრებს, ევროპულმა ნაკრებმა მოახერხა მაროკოს ნაკრების დამარცხება, რომელმაც წინა ორ მატჩში დაამრცხა ფლეი-ოფში (მანამდე ჯგუფში ბელგიაც, რომლსაც ფიფა-ს რეიტინგში მეორე ადგილი უკავია) ესპანეთი და პორტუგალია და პირენეის ნახევარკუნძულის გავლით მიადგა საფრანგეთს. მან კი დაიცვა ევროპის პრესტიჟი. პრინციპში, საკუთარიც.
მით უმეტეს, რომ პირველი გუნდია, ვინც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ შეხვდა აფრიკულ გუნდს და პირველი მატჩი ჯგუფში, წააგო ტუნისთან.
ფრანგებს კიდევ მოუწევთ ევროპის პრესტიჟის დაცვა. ამჯერად, ფინალში - 18 დეკემბერს არგენტინელებთან. ხოლო 17 დეკემბერს, მაროკოელები, კიდევ ერთხელ შეხვდებიან ამ ტურნირზე ხორვატებს და განმეორდება წინა ჩემპიონატის შემთხვევა, როცა ერთი ჯგუფის გუნდები, მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მატჩშიც.
სხვათა შორის, ევროპის ყველაზე სამხრეთ წერტილს, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულს ეკუთვნის, მაროკის კონცხი ჰქვია.
ჰოკეის გულშემატკივარი, გიორგი გოგოლაძე
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024