11/05/2023
21:18
მედიცინა
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახალი ამბები ვოზორიტიდზე. თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ ოქტომბერში რომ გავაკეთეთ პეტიცია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით. მაშინ ძალიან ბევრი თქვენგანი აზიარებდით და აწერდით ხელს და შედეგად, 24 საათში შევაგროვეთ 5000 ხელმოწერა მივიტანეთ ჯანდაცვის კომიტეტში განსახილველად.
ეს ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი ყოფილა ახალი მედიკამენტის დანერგვისას:
1. ხელმოწერების შეგროვება; 2. ჯანდაცვის კომიტეტის მიერ განხილვა და მხარდაჭერა.
ოქტომბერში არ განიხილეს. მარტში კიდევ ერთხელ შევაგროვეთ. ისევ არ განიხილეს.
6 აპრილს განცხადება შევიტანეთ, განხილვის მოთხოვნით. დაგვაიგნორეს.
დღეს განიხილეს. კომიტეტის ყველა წევრმა დაუჭირა მედიკამენტის შემოტანას ხელი და გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს. წინ მიდის საქმე.
აქვე აფდეითი: 15 მაისს გვაქვს მორიგი საბჭო ჯანდაცვის სამიჯისტროში და ისევ დავესწრებით 4 მშობელი", -წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს აპრილის დასაწყისიდან მართავდნენ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024