20/01/2025
11:14
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, კოლუმბიის კატატუმბოს რეგიონში, ნარკობანდების თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.
,,ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის პარტიზანების სამიზნე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კატატუმბოს რეგიონში, თემის ლიდერები და ცალკეული მეამბოხე დაჯგუფების ყოფილი წევრები არიან. ასევე, ბრძოლების შედეგად, 8000-მდე ადამიანი იძულებით გადაადგილდა,’’ - განაცხადა კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა ივან ველასკესმა.
ბოლო წლებში, კოლუმბიაში დაფიქსირებული ყველაზე სისხლიანი ძალადობის გამო პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა და დაჯგუფებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შეაჩერა.
კოლუმბიელი მეამბოხე დაჯგუფებები მთავრობას, მემარჯვენე გასამხედროებულ ორგანიზაციებს და, საკუთარ წევრებსაც, ტერიტორიის კონტროლისთვის ებრძვიან. შეიარაღებული დაჯგუფებები ასევე ხშირად ესხმიან თავს სამოქალაქო პირებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათ საქმიანობას.
0
0