კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია, კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს - მიხაილ როთი
16/10/2024
14:15
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია, კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია. კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს. ამომრჩეველი წყვეტს ვინ გახდება ოპოზიცია ან ხელისუფლება. ევროპულ დემოკრატიაში პარტიები აკრძალული არ არის, მათ წინააღმდეგ კი პოლიტიკურად იბრძვიან“, - წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.
0
0
42
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%