16/10/2024
15:59
სპორტი
ქართველი თავდამსხმელი ვახტანგ სალია, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის „ნიუკასლმა“ „დინამო თბილისიდან“ გამოისყიდა, The Guardian-მა 2007 წელს დაბადებულ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებს შორის დაასახელა.
„საქართველოში ნიჭიერი თავდამსხმელები იზრდებიან. როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთი ვარსკვლავი ეყოლებათ. იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი საქართველოდან არიან, ზოგიერთი ქართული ფეხბურთის მომავალს ვახტანგ სალიას უწოდებს და ამასაც თავისი მიზეზი აქვს.
ფეხბურთელმა ამ სეზონში „დინამო თბილისის“ პირველ გუნდში გაიტანა და გახდა გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი ლიგის ისტორიაში, მომდევნო ორ მატჩში კი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მას უმაღლესი კლასის შემტევისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია: ტექნიკურია, ფეთქებადია, სწრაფი აჩქარება აქვს და გოლების გატანა შეუძლია. მაგრამ ალბათ კიდევ უფრო შთამბეჭდავი მისი მოედნის ხედვის უნარია.
სტივენ ჯერარდის მსგავსი შორეული გადაცემების გარდა, კარგი ჩამწოდებელია და გამჭოლი პასებიც გამოარჩევს, რაც გამორჩეულ გუნდურ მოთამაშედ აქცევს. „დინამოში“ თამაშობს როგორც თავდამსხმელი ან ცრუ ცხრიანი, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო მატჩი ზაფხულში, 16 წლის ასაკში 10 ნომერზე ჩაატარა“, – წერს The Guardian-ი.
0
0