17/10/2021
14:18
საზოგადოება
მისი თქმით, დღეს სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ვეტერანებზე ზრუნვა.
„თითოეული ჩვენგანი და არა მხოლოდ ვეტერანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაუცველად გრძნობდა თავს, ელემენტარულად ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. დღეს ვეტერანების მიმართ სახელმწიფომ გამოხატა თავისი თანადგომა და მადლობა მინდა ვუთხრა ვეტერანების სახელით ყველა მუნიციპალიტეტს და მერიებს, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, რადგან მათი თანამონაწილეობით სახელმწიფო დაზღვევის 15 ათასიანი პაკეტი გაცილებით უფრო ეფექტური ხდება ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომელიც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
0
0