12/01/2022
11:26
სამხედრო
შეხვედრაზე, უკრაინელმა სტუმრებმა ისაუბრეს იმ პროექტებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია TAPS-თან ერთად,
უკრაინელი ვეტერანების ჯანდაცვის სერვისების გასაუმჯობესებლად, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად და ფსიქორეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი მეტად ინტეგრაციისათვის ხორციელდება;
საუბარი,ასევე, შეეხო ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროექტებსა და მათი შვილებისთვის შემუშავებულ, სპეციალურ საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს. მხარეებმა, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს,თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ქართველი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრას,ასევე ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების უფროსები, მიხეილ ხურციძე და ნათია ჯანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ "TAPS უკრაინა’’ 2017 წლიდან გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია TAPS USA-ს გუნდის წევრი.
ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ქალბატონო ბონი ქეროლი, ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი გენერლის, ტომი ქეროლოს მეუღლე. ბონი ქეროლმა, რომელმაც უკრაინა თავისი ორგანიზაციის 24-ე წევრად მიიღო, მარჩენალდაკარგულების, ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების დასახმარებლად, 1994 წელს, „Tragedy Assistance Program for Survivors” (‘’TAPS’’) დააარსა და მათ მხარდასაჭერად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს. TAPS USA-ს ინიციატივით, 2020 წლის 6 ნოემბერს, 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლების და ამერიკელ ვეტერანთა შვილებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელიც მათ დაახლოებას ისახავდა მიზნად.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024