28/09/2021
15:19
პოლიტიკა
ვოლსკის თქმით, სამომავლო პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა სწორედ ის არის, რაც ქვეყნის სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ თუ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გიორგი გახარიასთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად იქცა.
„კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს დაესახელებინა, თანამშრომლობა პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი. არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც, პარტიამ ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს. საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. კოალიციური მთავრობა სტაბილურობის მეტი გარანტიაა გერმანიისთვის, ავსტრიისთვის, ისრაელისთვის, თუმცა საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არ აქვს. როდესაც სალომე ზურაბიშვილის კანდუდატურას მხარი დავუჭირეთ ვიცოდით, რომ მას გარკვეულ პრინციპულ საკითხებზე შეიძლება სხვა მოსაზრებები ჰქონოდა და ამ თვალსაზრისით ასეთი პრეზიდენტის ხიბლი მეტია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდს მისგან განსხახვეული პოზიცია არ უნდა გვქონდეს და თუნდაც აღნიშნული საკითხი სადაო იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024