15/10/2024
16:09
საზოგადოება
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს, მიზეზი კი კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ელენე მეგრელიშვილის ავტოკატასტროფაში დაღუპვა გახდა.
როგორ პარტიის წევრები აცხადებენ, ინციდენტში ასევე დაშავდა კოალიციის კიდევ ერთი წევრი ანა ქართლელიშვილი, რომელიც ახლა საავადმყოფოში გადარჩენისთვის იბრძვის.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ჩვენს გუნდში, ვინც პოლიტიკურ საჭიროებაზე მაღლა დადგა და გადაწყვეტილება ადამიანური ემოციით მიიღეს, მწუხარების გამოსათქმელად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პროცესი არ არის ჩვენი საკუთრება ეს საზოგადოების საკუთრებაა, მაგრამ მომხდარის გამო ამგვარ გადაწყვეტილებას ვიღებთ. პოლიტიკურ პარტიებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დავკარგეთ და ანაც ამ ფრთის წარმომადგენელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათი ახალგაზრდული ფრთის, „ლელოს“ და მისი კოალიციის ახალგაზრდებს და პარტიის წევრებს მორალური მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა და ტკივილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ანა სიკვდილს დაამარცხებს. ჩვენი მწუხარება ჩვენს უკან დახევას არ ნიშნავს, ჩვენ ვაგრძელებთ ელენეს ბრძოლას“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0