კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიგვიღია - გიორგი ღიბრაძე
22/12/2021
12:53
საზოგადოება
A-
+A
კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიგვიღია, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრომის“ შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. ცხადია, მაღალია პოტენციალი იმისა, რომ ვირუსი ჩვენთანაც გავრცელდეს. შესაბამისად, კლუბებთან მიმართულებით ლიბერალიზაცია არ არის. კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ტენდენციაც რომ ვნახოთ, მთელ მსოფლიოში, სადაც საქმიანობა დაშვებული იყო, იქაც შეზღუდვები მოქმედებს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია“, - განაცხადა ღიბრაძემ.
0
0
319
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%