კლუბები საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებენ, დაიშვება სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60 პროცენტი
15/02/2022
19:36
საზოგადოება
A-
+A
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს. კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60 პროცენტი დაიშვება.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო.
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო.
ილია დარჩიაშვილი დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძესთან ერთად შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გთვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა.
0
0
402
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%