04/01/2022
13:49
საზოგადოება
როგორც გაბუნია განმარტავს, დღეისთვის კლინიკური სექტორის დატვირთვა მაღალი არ არის, ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე.
„ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინა კვლავაც იცავს. განსაკუთრებით, „ბუსტერი“. ამდენად, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს. კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ყოველდღე იმართება შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კლინიცისტებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ დამატებით, რა რესურსის მობილიზებაა საჭირო. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. იმ პროცესების გამართვაზე, რაც დღეს ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დიდი ნაკადები მართონ“,- განმარტავს გაბუნია.
მისივე თქმით, ინფიცირების დღიური საშუალო მაჩვენებელი 2000 შემთხვევას შეადგენს, რაც საყურადღებოა.
„საახალწლო დღეებთან დაკავშირებით ტესტების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე დაგროვდა შემთხვევები, რომელიც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 2000 შემთხვევა არის, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში. რა თქმა უნდა, საკმაოდ საყურადღებო მაჩვენებელია. ამას კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის გარემოება, რომ მოსალოდნელია „ომიკრონის“ შემთხვევების მატება. დღეისთვის დადასტურებულია 148 შემთხვევა“,- აღნიშნავს გაბუნია.
0
0