11/02/2023
19:37
მედიცინა
"კლინიკა ,,ვივამედის" ტყუილი ცრემლების არ მჯერა" - ამის შესახებ "ემპათიის" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მოსამართლე არევაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ასევე კლინიკა ,"ვივამედია".
„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ეს იყო პროგნოზირებული არაერთი ექსპერტის მიერ, 17 ექსპერტი და სახალხო დამცველის ექსპერტები პროგნოზირებდნენ სავალალო მდგომარეობას. რაც შეეხება კლინიკა ,,ვივამედს" მთლიანად პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახლა არის მოსამართლე არევაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ასევე კლინიკა ,,ვივამედი", ვინაიდან მათ გაწიეს წინააღმდეგობა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც ჩამოერთვა ამ ადამიანს. მე კლინიკა ,,ვივამედის" ტყუილი ცრემლების არ მჯერა. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, მასთან შესვლა შეზღუდულია“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
0
0