კლინიკა "თბილისის გულის ცენტრთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
16/02/2022
16:39
სამხედრო
A-
+A
მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კლინიკა "თბილისის გულის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე, სამსახური და სამედიცინო ცენტრი თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე. კლინიკა "თბილისის გულის ცენტრი" მზადყოფნას გამოთქვამს, ვეტერანთათვის უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობები და, ასევე, უფასო სამედიცინო მომსახურება წინასწარ შეთანხმებული დროის შუალედით.
მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და კლინიკა "თბილისის გულის ცენტრის" დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ მოაწერეს.
წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 15 თებერვლამდე.
0
0
427
სიახლეები
ყველა
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%