11/02/2022
13:33
საზოგადოება
უწყების თქმით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ლომერ ახვლედიანის შემოქმედებასა და ღვაწლს ქართული კინოს განვითარებაში და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ლომერ ახვლედიანმა 1975 წელს დაამთავრა მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი. ის 1957 წლიდან მუშაობდა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელ ოპერატორად.
ლომერ ახვლედიანს გადაღებული აქვს ფილმები: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი", „დონ-კიხოტი“, „ბესამე", „ექსპრეს-ინფორმაცია" და სხვა.
საქართველოს სახალხო არტისტი 1978 წელს დაჯილდოვდა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით, ხოლო 1986 წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
0
0