კიევის ოლქში, დაბა მაკაროვში 132 დახვრეტილი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
09/04/2022
11:07
მსოფლიო
A-
+A
კიევის ოლქში, დაბა მაკაროვში 132 დახვრეტილი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ დაბის ხელმძღვანელმა ვადიმ ტოკარმა განაცხადა.
"გუშინდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ შევძელით 132 სამოქალაქო პირის ცხედრის პოვნა, რომლებიც რუსმა დამპყრობლებმა დახვრიტეს," - განაცხადა ტოკარმა.
მისივე თქმით, მაკაროვის 40% დანგრეულია, ზოგიერთი სახლი აღდგენას საერთოდ აღარ ექვემდებარება.
ტოკარის თქმით, გარდაცვლილები ასევე აღმოაჩინეს მასობრივ სამარხებში.
მანვე აღნიშნა, რომ ომამდე, დაბაში 15 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო აქტიური ფაზის დროს ათასზე ნაკლები ადამიანი დარჩა.
0
0
360
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%