კიევი რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას არ გაახანგრძლივებს - უკრაინის პრემიერი
07/10/2024
18:21
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კიევი რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას არ გაახანგრძლივებს. როგორც უკრაინული მედია წერს, კონტრაქტის ვადა 2025 წელს იწურება.
აღნიშნული განცხადება დენის შმიგალმა სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დენის შმიგალის თქმით, უკრაინის სტრატეგიული მიზანია, სანქციები დაუწესოს რუსულ ბუნებრივ აირს და ამგვარად კრემლი ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გარეშე დატოვოს.
„ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ძალზედ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, კერძოდ, სლოვაკეთი, მაგრამ იმედი გვაქვს, თანდათანობით მოხდება ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირება“, – განაცხადა შმიგალმა.
0
0
27
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%