თვითმფრინავს დაშვების დროს ცეცხლი გაუჩნდა
07/10/2024
19:59
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ში, Frontier Airlines-ის თვითმფრინავს, ლას-ვეგასის აეროპორტში დაფრენის დროს, ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
რეისი სან-დიეგოდან ლას-ვეგასში მიფრინავდა და, გარი რიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაფრენის დროს, ცეცხლი გაუჩნდა.
მედიის ცნობით, დაფრენის დაწყებამდე, პილოტებმა კვამლი აღმოაჩინეს, რის გამოც თვითმფრინავის საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და ავარიული დაშვება დაიწყო.
კომპანიის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, 190-მა მგზავრმა და ეკიპაჟის 7-მა წევრმა თვითმფრინავი უვნებლად დატოვა. მათივე განმარტებით, თვითმფრინავის აალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
0
0
56
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%