25/06/2023
11:36
კულტურა
"კონცერტი არ ყოფილა, კორპორატიული საღამო იყო. სამი დღის წინ გაიმართა. ასეთზე ვყოფილვარ მილიონზე, სად არ ჩავსულვარ. რა ამბავი ატყდა, რა მოხდა. ახლა მოსკოვში ვარ და დღეს მოვფრინავ…
ხშირად მაქვს ურთიერთობა აქაურ ქართველებთან, კიდევ კარგი “სამშობლოს” ვმღეროდით და არა “კატიუშას”. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ შინ და გარეთ, ეს ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად“, – აცხადებს ხვიჩა მაღლაკელიძე.
როგორც ცნობილია, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში დაბადების დღეზე იმღერეს. მომღერალთა შორის არის ხვიჩა მაღლაკელიძეც, რომელმაც “ამბები.ჯი”-სთან კომენტარი გააკეთა.
სიმღერა “სამშობლო” მაღლაკელიძესთან ერთად შეასრულეს სოსო პავლიაშვილმა, დათო ხუჯაძემ, ნუცა ბუზალაძემ…
საზოგადოების მხრიდან ამ ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება და კრიტიკა მოყვა.
ამ კრიტიკის გამო, ნუცა ბუზალაძემ, გულშემატკივრებს ბოდიშიც მოუხადა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაციაც, ვისი დაბადების დღე აღინიშნა მოსკოვში, რომელიც სკანდალურადაც შეფასდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024