03/05/2023
21:28
კულტურა
სასიხარულო ინფორმაცია ამერიკიდან – ამის შესახებ „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა, ზაზა შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკიდან ⭐️
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის სიმღერა ”I Will Take You Home”, რომელიც 2018 წელს “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა, ამერიკის რადიო “თავისუფლების” (Radio Freedom, რომელიც ფარავს მაიამისა და ნიუ იორკს), ფავორიტი სიმღერა გახდა და რადიომსმენელების ჩართულობით წარმოებული გამოკითხვების შედეგებით, მეორე ადგილზე გავიდა 🇺🇸✌️🎼🎧❤️.
გულით ვულოცავ ნინის ამ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას და აღიარებას ვუსურვებ, მით უმეტეს თავისი ნიჭიერებით და შრომისმოყვარეობით, ის ამას უდაოდ იმსახურებს 👍👏❤️.
შეგახსენებთ, რომ სიმღერა 2018 წელს “ბრავო რექორდსში” ჩაიწერა, მუსიკის ავტორი თავად ნინი შერმადინია, ხოლო ტექსტის ავტორი ჯაბა ბუცხრიკიძე გახლავთ 🎤🎧🎼🎹.
არანჟირება “ბრავო რექორდსის” არანჟირების სპეციალისტს ბორიკო შხიანს ეკუთვნის” - წერს შენგელია.
0
0