25/07/2022
17:47
ბადაგონი
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე “International Wine & Spirits Awards 2022“ - ზე, რომელიც ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში ჩატარდა, კომპანია ”ბადაგონის" ღვინოები 5 ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
მათ შორის, „ბადაგონის“ „ალავერდი ტრადიცია 2015“ GREAT GOLD -ის მედლის მფლობელი გახდა.
გარდა ამისა, „ბადაგონის“ კიდევ ოთხმა ღვინომ მოიპოვა ოქროს მედლები, ბადაგონის ღვინო: „კახური წარჩინებული 2016“ - ოქროს მედალი (Gold Medal) , ბადაგონის ღვინო „ქვევრის ხიხვი 2020“ - ოქროს მედალი (Gold Medal), ბადაგონის ღვინო „ქვევრის ღვინო 2020“ - ოქროს მედალი (Gold Medal), ბადაგონის ღვინო „საფერავი რეზერვი 2010“ - ოქროს მედალი (Gold Medal).
კონკურსზე წარმოდგენილი იყო 30 ქვეყნის 2038 -მდე ღვინის სახეობები, მათ შორის, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ავსტრიიდან, ბრაზილიიდან, კანადიდან, ჩილედან, ჩინეთიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, მალტადან, მექსიკიდან...
კონკურსი "International Wine & Spirits Awards" ორგანიზებულია Catavinum-ის მიერ ვიტორიაში (ესპანეთი) და კონკურსის მიზანია: საერთაშორისო მომხმარებლებისა და პროფესიონალების ინფორმირება ჯილდოს მფლობელი ღვინოების ხარისხის შესახებ და ხარისხიანი ღვინის წარმოების გაფართოება.
0
0