18/09/2024
23:17
სამართალი
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ამ დრომდე ეძებს, სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცს.
მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა.
ფაქტობრივად, დაჩეხა, იმდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული... - კესარიას მკვლელობის დეტალები
0
0