09/12/2021
12:27
საზოგადოება
„გამგებლებს გავალებთ, რომ კვირაში ორი დღე გამოყოთ, ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც მოქალაქეების მიღების დღეები იქნება და მოუსმინოთ ადამიანებს. კარგად მესმის, რომ ყველა პრობლემას, ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი. რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ, როცა შეიძლება რაღაც კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაც არ გამოდიოდეს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და უნდა იცოდეს, რატომ ვერ სრულდება მისი კონკრეტული მოთხოვნა. მოქალაქეების მიღება იქნება დედაქალაქის მერიაშიც - ხუთშაბათობით და პარასკევობით გაიმართება ადამიანების მოსმენა და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად, ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული პრობლემები და საჭიროებები აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0